ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქის ქუჩებში დნიპროს დახმარების მიზნით სპეციალურად შექმნილი ანგარიშის ნომრები დაარიგეს.
აქტივისტების თქმით, რუსეთის აგრესიის შედეგად ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქი დნიპრო მნიშვნელოვნად დაზარალდა და ამიტომ უცილებელია მათ გვერდით დგომა.
ისინი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ქუთაისელებს ორი კვირის წინ დახმარების თხოვნით და ომის დროს გაწყვეტილი კავშირის აღდგენით მიმართა, რასაც ქუთაისელების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
შეიქმნა დნიპროს დახმარების ჯგუფი “ქუთაისი დნიპროსთვის”, რომლის მიზანი ქუთაისის დაძმობილებული ქალაქის მოქალაქეების დახმარებაა.
დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალდა.
კომენტარები