მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე დნიპროს დასახმარებლად საკუთარ ნახატს ყიდის

სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე დნიპროს დასახმარებლად საკუთარ ნახატს ყიდის

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად საკუთარ ნახატს ყიდის.

რამდენიმე კვირაა, სამოქალაქო აქტივისტები დაბომბილი ქალაქის დასახმარებლად გაერთიანდნენ.

უკრაინის ქალაქი დნიპრო ქუთაისის დაძმობილებული ქალაქია.

“მეგობრებო, კამპანია “ქუთაისი დნიპროსთვის!” ფარგლებში, ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად ვყიდი ნახატს, მსურველმა თანხა ჩარიცხეთ მითითებულ ანგარიშზე, ხოლო ნახატს მე პირადად გადმოგცემთ.

ნახატს ქვია endgame, ანუ თამაშის დასასრული და გამოხატავს პუტინის დასასრულს. ნახატს თუ დააკვირდებით, უნიტაზზე რომ ზის პუტინია, რუსულ ხის ტუალეტში. ქვემოთ წიგნების საზღვარია ანუ ერთ მხარეს ცივილური სამყარო და მეორე მხარეს რუსეთი.

ზომა: 35×50

გუაში, ტილო

ფასი: 50 ლარი ან რაც მეტი უკეთესი.

თიბისი ბანკი: GEL #GE18TB7984636080100010
USD/EU #GE66TB7984636120100006

საქართველოს ბანკი:
GEL/USD/EU #GE88BG0000000541562836”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიაძე.

კომენტარები