მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტ აკაკი საღინაძეს USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი ესტუმრა

სამოქალაქო აქტივისტ აკაკი საღინაძეს USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი ესტუმრა

ქუთაისში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტ აკაკი საღინაძეს USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი ესტუმრა.

ჯონ პენელმა ქუთაისელ აქტივისტს USAID-ის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

უცნობმა პირებმა აკაკი საღინაძის ჭიშკარზე წარწერები მას შემდეგ გააკეთეს, რაც მან ე.წ აგენტების შესახებ კანონი გააპროტესტა.

“ალბათ, გსმენიათ ქუთაისში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის აკაკი საღინაძის შესახებ. მას შემდეგ, რაც აკაკიმ უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთის მიერ ინსპირირებული კანონი გააპროტესტა, უცნობმა პირებმა მისი ჭიშკარი დააზიანეს. თუმცა აკაკის ისტორია უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე ეს ერთი, კონკრეტული შემთხვევა. აკაკი სამაგალითო მოქალაქე და აქტივისტია, იგი აქტიურად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების დაცვასა და ევროინტეგრაციას. ის ასევე ეხმარება საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს.

დღეს, USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი აკაკის ესტუმრა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა USAID-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს აქტიური მოქალაქეებისადმი. ეს სწორედ ის მოქალაქეები არიან, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს წარმატებული მომავლის შესაქმნელად, ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშესაწყობად და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

“მოხარული ვარ, რომ ჭიშკარი ახლა უკვე ევროკავშირის, საქართველოს და უკრაინის დროშებით არის მოხატული. სოლიდარობის ეს აქტი ხაზს უსვამს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეს, არამედ იმასაც, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით ვუჭერთ მხარს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას ქვეყანაში“, – განაცხადა ჯონ პენელმა.

კომენტარები