მთავარიახალი ამბებისლაიდი

სამტრედიაში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ოქმების გადათვლას მოითხოვენ

სამტრედიაში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ოქმების გადათვლას მოითხოვენ

სამტრედიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები საოლქო კომისიასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, დარღვევებით ჩაიარა როგორც არჩევნებმა, ასევე დარღვევებით მოხდა საოლქო კომისიის მიერ ხმების გადათვლა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, საოლქო კომისიის ოქმებში დისბალანსია და ასეულობით ბიულეტენი, სადაც არჩევანი მათი კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული, გაბათილებულია.

აქციის მონაწილეების თქმით, მიღებული შედეგებით სამტრედიაში მეორე ტური უნდა დანიშნილიყო, ამიტომ ისინი ოქმების ხელახალ გადათვლას მოითხოვენ.

კომენტარები