მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიაში, ატრაქციონთან ორი დღის წინ განთავსებული სკამები დააზიანეს

სამტრედიაში, ატრაქციონთან ორი დღის წინ განთავსებული სკამები დააზიანეს

სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მოტორული განვითარებისთვის საჭირო ატრაქციონზე, ვანდალიზმის ფაქტი მოხდა.

ატრაქციონთან, ორი დღის წინ განთავსებული ახალი მოსასვენებელი სკამები დააზიანეს.

ვანდალიზმის შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც მოხდა.

“ეს არის სპეციალური დანიშნულების ატრაქციონი ვინც არ იცის ინფორმაციისთვის – მოტორული განვითარება არის ბავშვის უნარი, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ, ანუ უხეშ და წვრილ, ანუ დახვეწილ მოტორიკასა და სენსომოტორულ, ანუ მგრძნობელობით-მოძრაობით უნარებს”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები