სამტრედიაში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულია 70 წლის ქალი.
ადგილობრივების თქმით, ქალს მეზობელმა სახლი მოსავლელად დაუტოვა, დილით ადრე მეზობელთან გადასულ ქალს კი ადგილზე უცნობი პირი დახვდა, რომელმაც ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“მეზობლები იყვნენ წასული დასასვენებლად და დაუტოვეს ოჯახი, გულზე ნაოპერაციები იყო და დილით ადრე დგებოდა, რომ მერე სიცხეში გარეთ გასვლა არ დასჭირვებოდა. გადავიდა დილით 6 საათზე, რომ ქათმები დაეპურებინა, იქ ვიღაც დახვდა, გამოქცეულია იქიდან, მოსულია თავის სახლის კარამდე, მიყენებული აქვს 4 ჭრილობა. მეუღლეს ეძინა, დაუძახა “ავთო მიშველე მომკლესო” და მეუღლეს შეაკვდა ხელში”, – აცხადებს მოკლულის და.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
კომენტარები