მთავარიახალი ამბებისამტრედია

სამტრედიაში ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამტრედიაში ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ჩ. დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მისი პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

დანაშაულები თავისუფლების 5-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები