მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 36 წლის მამაკაცი დააკავეს

სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 36 წლის მამაკაცი დააკავეს

სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, 36 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს – 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს”, – აცხადებს შსს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 10-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, მკვლელობა გუშინ მოხდა. ასაკოვან ქალს სასიკვდილო ჭრილობები მეზობლის სახლში მიაყენეს. მეზობელმა, რომელიც დასასვენებლად იყო წასული, მას სახლი მოსავლელად დაუტოვა. დილის საათებში კი იქ შესულ ქალს სავარაუდოდ ქურდობის მიზნით შეპარული ახალგაზრდა დახვდა, რომელმაც 72 წლის ქალი ცივი იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა.

კომენტარები