მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე მშენებარე ხიდის დაზიანების მიზეზებს იკვლევენ

სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე მშენებარე ხიდის დაზიანების მიზეზებს იკვლევენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზებს არკვევს.

მოცემულ ეტაპზე შესაძლებელი უკვე გახდა აკვალანგებით ხიდის ვიზუალური დათვალიერება, მისი კონსტრუქციული ნაწილის სკანირება, ბათიმეტრიული კვლევის ჩატარება ანუ წყლის სიღრმისა და ფსკერის, ხიდის კონსტრუქციისა და ფუძე-საძირკვლების შესწავლა და ბურღვითი სამუშაოები.

მდინარე რიონზე ხიდის ერთ-ერთი ბურჯი 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც ხიდის ორი მალის ნაშენის ჩაწოლა გამოიწვია.

კომენტარები