მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიელი მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია

სამტრედიელი მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია

ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე მონტენეგროს ქალაქ პეტროვაცში გამართული ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე დაუმარცხებლად იასპარეზა და 11 შესაძლებლიდან 8,5 ქულის მოპოვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მერი მეორე ქართველი ქალი მოჭადრაკეა, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. პირველად კონტინენტის ჩემპიონის ტიტული 2017 წელს ნანა ძაგნიძემ მოიპოვა.

კომენტარები