მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საპატრიარქო – სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი

საპატრიარქო – სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი

საქართველოს საპატრიარქოში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.

როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, გელათთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

სინოდის სხდომა დღეს რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით 40 წუთში დასრულდა.

 

კომენტარები