მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საფეხმავლო ხიდი ჭომის დასახლებაში – მორიგი განუხორციელებელი პროექტი ქუთაისში

საფეხმავლო ხიდი ჭომის დასახლებაში – მორიგი განუხორციელებელი პროექტი ქუთაისში

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში 2015 წელს დაანონსებული საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

საფეხმავლო ხიდი ხარებისა და წმინდა გიორგის ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღს უნდა დაკავშირებოდა.

არსებული ინფორმაციით, უკვე არსებობს ხიდის პროექტიც, რომელიც შპს “სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა” შეასრულა.

თემა აქტუალური ყოველი არჩევნების წინ ხდება, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ საკითხი სისრულეში აღარ მოჰყავთ.

ქუთაისში, ჭომაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აღნიშნული ხიდის აგების შემთხვევაში მათი უბანი ტურისტებისთვის კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდება. მოსახლეობა ხელისუფლებას დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები