მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, რომლის ა ჯგუფის მატჩები თბილისში ტარდება, მესამე შეხვედრა გამართა.

საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 88-83 მოუგო.

ეს მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველი გამარჯვებაა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს, ბულგარეთთან გამართავს.

კომენტარები