მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“საქართველოს მთავრობის ქმედებებმა უკუსვლა გამოიწვია”

“საქართველოს მთავრობის ქმედებებმა უკუსვლა გამოიწვია”

მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

“ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან.

ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან უკან დახევამ, უკუსვლა გამოიწვია. ამან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მკაფიო მისწრაფებების და უფრო ფართოდ, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, შეფერხება გამოიწვია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან ამ ქმედებებმა ასევე გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, რიტორიკა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს. მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით”, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები