მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები 9 ქვეყანასთან მიმდინარეობს

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები 9 ქვეყანასთან მიმდინარეობს

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები კიდევ 9 ქვეყანასთან მიმდინარეობს, – ამის შესახებ პრემიერის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, ჯამში 9 ქვეყანასთან (პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია და საბერძნეთი) იქნა ინიცირებული დიალოგი და განსახილველად გაიგზავნა ქართული მხარის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის მთავრობას შორის ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამა შარშანაც მოქმედებდა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი შეუფერებელ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებსა და ანაზღაურების არარსებობაზე საუბრობდა. არ არის გამორიცხული, უცხოეთში დასაქმების მსურველებმა შარშანდელი პროექტის მონაწილეთა ბედი გაიზიარონ და ღირსეული სამუშაოს ნაცვლად გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდნენ.

კომენტარები