მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს მოქალაქემ თურქეთში ორი ადამიანის მკვლელობის შემდეგ საზღვარზე თავი მოიკლა

საქართველოს მოქალაქემ თურქეთში ორი ადამიანის მკვლელობის შემდეგ საზღვარზე თავი მოიკლა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, საქართველოს მოქალაქემ ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა საქართველოს საზღვართან ახლოს, არჰავის რაიონში მოხდა.

მამაკაცი სარფის საზღვრის გადმოკვეთას აპირებდა, როდესაც პოლიციამ მისი დაკავება სცადა. ამის შემდეგ მან თავი მოიკლა.

“თავი იმავე იარაღით მოიკლა, რითაც ქალი და კაცი მოკლა“, – განაცხადა “ბათუმელებთან“ თურქმა ჟურნალისტმა, რომელიც ქემალფაშაში მუშაობს.

საქართველოს მოქალაქის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.

კომენტარები