მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საბერძნეთში პოლიციელს ტუჩზე უკბინა, 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საბერძნეთში პოლიციელს ტუჩზე უკბინა, 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საბერძნეთში, პოლიციელს თავს დაესხა და ტუჩზე უკბინა, 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებულს თან ძარცვისთვის საჭირო ნივთები აღმოაჩნდა, მათ შორის სამი ჯაჭვი.

პროცესზე მან დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ C ჰეპატიტი აქვს, ბრალდება კი უარყო.

“ვერ მივხვდი, პოლიციელები რომ იყვნენ. საბუთები არ მქონდა და გავიქეცი. წინააღმდეგობა არ გამიწევია და არაფერი ჩამიდენია. განყოფილების ლიფტში მან დამარტყა, მაგრამ მე მისთვის არ მიკბენია”, – განაცხადა მან სასამართლო პროცესზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული სავარაუდოდ C ჰეპატიტით იყო დაკავებული. მედია წერდა, რომ 49 წლის მამაკაცი პოლიციელებმა შემოწმების მიზნით ქუჩაში გააჩერეს, რის შემდეგაც მან გაქცევა სცადა, დაკავებისა და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ლიფტში პოლიციელს ტუჩზე უკბინა.

კომენტარები