მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთთან გამართა და ერთი ბურთის სხვაობით გაიმარჯვა.

შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველმა ხელბურთელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 17:14. მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საქართველო 28:30 მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო უნგრეთის კარის მიმართულებით ბოლო წამზე დანიშნული შვიდმეტრიანის გამოყენება მოახერხა და მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:30.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მესამეადგილოსნების ოთხეულში მოხვდა და კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

ევროპირველობა 2024 წლის 10-28 იანვარს, გერმანიაში ჩატარდება.

კომენტარები