მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“საქართველოში რუსული ელექტროენერგიის იმპორტი 4%-ს არ აღემატება”

“საქართველოში რუსული ელექტროენერგიის იმპორტი 4%-ს არ აღემატება”

WEG-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი საქართველოს მთლიან შიდა მოხმარებაში 4%-ს არ აღემატება.

ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ელექტროენერგიის პიკური მოხმარების პერიოდში განხორციელებულ იმპორტსაც ეხება.

ექსპერტების აზრით, საჭიროების შემთხვევაში, მისი სრულად ჩანაცვლება შესაძლებელია.

საქართველოს რუსეთიდან ელექტროენერგია ოკუპირებული აფხაზეთისთვის დამატებით შემოაქვს, რომლის 90% ენგურისა და ვარდნილის ჰესების გამომუშავებიდან იფარება. რუსეთიდან იმპორტი კი მხოლოდ 10% შეადგენს.

კომენტარები