მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქსტატი – 2022 წელს ემიგრანტების რაოდენობა 25.3%-ით გაიზარდა

საქსტატი – 2022 წელს ემიგრანტების რაოდენობა 25.3%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, ანუ 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფს წარმოადგენენ.

ამასთან, 2022 წელს იმიგრანტების – 30.3%-ს, ემიგრანტების 80.5%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

კომენტარები