საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მე-12 კილომეტრზე (სოფელი უზუნთა) ჩამოიშალა მიწა-კლდის მასა.
აღნიშნულის გამო გზის ამ მონაკვეთზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალული იყო.
ამ დროისთვის საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მე-12 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
კომენტარები