მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“სიმართლის მთქმელ” “ოცნების” ყოფილ წევრებს გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა

“სიმართლის მთქმელ” “ოცნების” ყოფილ წევრებს გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა

პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა.

მისი თქმით, “ქართული ოცნებიდან“ წასულ სამ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარს და მიხეილ ყაველაშვილს შეუერთდება.

“არ ვიქნები პირველი, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს საკმაოდ რთული პოლიტიკური პროცესები, გამომდინარე აქედან, საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი. საქართველოშიც არსებობს გამოწვევები და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და შესაბამისად, საზოგადოებისგანაც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება ამ წერილზე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რადგან დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი არის, რომ საზოგადოებამ იცოდეს პოლიტიკური პროცესები, გამომდინარე აქედან გადაწყვეტილების მიმღები სწორედ არის საზოგადოება.

გუნდის ხელმძღვანელობას, ზოგადად გუნდის წევრებს რომ არ შეექმნათ რამე უხერხულობა, ამიტომ მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა და ჩემს კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები