მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ჰქონდა, რაღაცა მოხდა ისეთი, რომ ვერ დაიცვა მამაჩემი”

“სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ჰქონდა, რაღაცა მოხდა ისეთი, რომ ვერ დაიცვა მამაჩემი”

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დაშავებული და შემდეგ გარდაცვლილი მუშის ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ თავად მუშა შეცდომას არ დაუშვებდა, რადგან მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება ჰქონდათ და თავის საქმე კარგად იცოდა.

ოჯახი არ გამორიცხავს, რომ დარღვეული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები

“უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ჰქონდა. რაღაცა მოხდა ისეთი, რომ ვერ დაიცვა მამაჩემი” – ამბობს გარდაცვლილის შვილი.

გარდაცვლილის ახლობელი ფიქრობს, რომ უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო.

შემთხვევა ზესტაფონში 15 ოქტომბერს მოხდა. პროფკავშირების ინფორმაციით, სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის მამაკაცს დაეცა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საწარმოში მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს.

კომენტარები