მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სოსო, მედიას თავი დაანებე და ხალხზე იფიქრე, მშიერი ვიხოცებით”

“სოსო, მედიას თავი დაანებე და ხალხზე იფიქრე, მშიერი ვიხოცებით”

ქუთაისში მცხოვრები ადამიანები, მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ. ყოფილ საპარლამენტო ქალაქში ადგილობრივები აცხადებენ, რომ დასაქმებისა და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი.

ყოველდღიურად იმატებს ქუჩაში თვითდასაქმებულებისა და ხელგამოწვდენილი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვის.

“ქუთაისელები მშიერები ვიხოცებით, იოსებ ხახალეიშვილი კი დროს კარგავს იმაზე, რომ კრიტიკულ მედიას უჩივლოს. სოსო, მედიას თავი დაანებე და ხალხზე იფიქრე, მშიერი ვიხოცებით”, – აცხადებს ქუთაისში მცხოვრები ლალი მაისურაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს იოსებ ხახალეიშვილმა მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ის პატივისა და ღირსების შელახვის გამო “მთავარ არხს” უჩივის.

კომენტარები