მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოფელ ვერტყვიჭალაში რეაბილიტირებული საუკუნოვანი სკოლა გაიხსნა

სოფელ ვერტყვიჭალაში რეაბილიტირებული საუკუნოვანი სკოლა გაიხსნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო პროცესს ახალ გარემონტებულ საკლასო ოთახებში იწყებენ. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით, ასევე მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის თანამედროვე მოედნები.

საჯარო სკოლაში სულ 140-მდე მოსწავლე სწავლობს, მათგან 17 პირველკლასელია. სკოლას 21 უფროსი და 4 წამყვანი პედაგოგი ჰყავს.

სკოლის გახსნას დღეს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გახსნის ღონისძიებების ფარგლებში სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ მადლობის 2021 წლის კურსდამთავრებულებს, ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს და 100% გრანტის მფლობელებს სიგელები გადასცა.

საუკუნოვანი სკოლის სარემონტო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა.

კომენტარები