ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ბათუმელი სპორტსმენი ძმების წულუკიძეების და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 5 პირის სამართლებრივმა დავამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 წელი მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებს და მათ ბიძაშვილებს კი 4 წელი.
გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულები რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობაში მყოფი პირები კი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით მათ პროვოკაცია მოუწყო.
კომენტარები