მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სტიქიამ აბროლაურის 6 სოფელი დააზარალა – დატბორილია ნაკვეთები და გზები, დაზიანებულია სახლები (ფოტორეპორტაჟი)

სტიქიამ აბროლაურის 6 სოფელი დააზარალა – დატბორილია ნაკვეთები და გზები, დაზიანებულია სახლები (ფოტორეპორტაჟი)

დღეს საღამოს მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიამ დააზიანა სოფლები: ლიხეთი, აბარი, ურავი, საკეცია, ზნაკვა, სადმელი.

დაზიანებულია გზები, ელექტროგადამცემი ბოძები, დატბორილია ეზოების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი, ათამდე საცხოვრებელ სახლს გადახდილი აქვს სახურავები.

სტიქიის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშოები. ზარალის ზუსტი აღრიცხვა დილიდან დაიწყება.

კომენტარები