მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სცენარების კონკურსი ფორუმ-თეატრისთვის

სცენარების კონკურსი ფორუმ-თეატრისთვის

ქალთა ფონდ “სოხუმის“ ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის 16 აქტიური დღის კამპანიის ფარგლებში, დაიწყო სცენარების კონკურსი ფორუმ-თეატრისთვის, რომელიც 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ასაკის მსურველმა, რომელსაც შემოქმედებითად წერის უნარი გააჩნია და ამასთან ერთად, დაინტერესდება ფორუმ-თეატრის სპეციფიკით.

სცენარის კითხვის ქრონომეტრაჟი, სასურველია, არ აღემატებოდეს 5 წუთს.

კონკურსში მონაწილეებმა ფონდ „სოხუმის“ ელ.ფოსტის მისამართზე [email protected] უნდა გამოაგზავნონ სცენარის ტექსტი და პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია).

სცენარი შეიძლება ეხებოდეს ოჯახურ/ ქალთა მიმართ ძალადობას, ბულინგს, ურთიერთობას და კონფლიქტებს თაობებს შორის, ტოლერანტობას, სამოქალაქო პასუხისმგებლობებს და ფემიციდს.

კონკურსში მონაწილეობა შანსს გაძლევთ, მოიგოთ ფულადი პრემია და ასევე, თქვენი სცენარი შევიდეს ქალთა ფონდ „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის მუდმივ რეპერტუარში.

კომენტარები