მთავარიახალი ამბებისლაიდი

ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ტყიბულში, მინდელის შახტში დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის 60% აქვს დამწვარი, ასევე, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ორ მეშახტეს კანი გუშინ გადაუნერგეს და ამ დრომდე ორივე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

“კვლავ რვა მეშახტე განაგრძობს მკურნალობას დამწვრობის ცენტრში, სამი მათგანი არის მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში. ყველაზე მძიმე პაციენტი კვლავ ერთ გვრჩება, სადაც 60% არის დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობაც არის სტაბილური”, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

მინდელის სახელობის შახტაში აფეთქება 30 იანვარს ღამით მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.

 

კომენტარები