მთავარიახალი ამბებისლაიდი

ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი ადამიანებიდან ერთი მაშველებთან კონტაქტზეა

ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი ადამიანებიდან ერთი მაშველებთან კონტაქტზეა

ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების დროს ჩამოშლილი მიწის მასაში ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

როგორც infoimeret-ის კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთ-ერთი ადამიანი მაშველებთან კონტაქტზე გამოვიდა, მეორეს ხმა კი არ ისმის.

ადგილზე შეკრებილი არიან მიწის მასაში მოყოლილი ადამიანების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეშახტეები.

მათი თქმით, მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე ადამიანები იძულებული არიან, სიცოცხლის რისკის ფასად მსგავს სამუშაოებზე წავიდნენ.

ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების დროს მიწის მასა დღეს ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა.

კომენტარები