მთავარიახალი ამბებისლაიდი

უკრაინაში გმირულად დაღუპული დავით გობეჯიშვილი ტყიბულში გადაასვენეს

უკრაინაში გმირულად დაღუპული დავით გობეჯიშვილი ტყიბულში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი გმირი, დავით გობეჯიშვილი ტყიბულში გადაასვენეს. მას 3 აპრილს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ქაშვეთის ტაძარში გუშინ სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაღუპული გმირის ოჯახს მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.

დავით გობეჯიშვილი ვარშავიდან სამშობლოში 31 მარტს, გამთენიას გადმოასვენეს. აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენში, სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.

მანამდე ირპენთან დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. მარიუპოლში მოკლეს ბახვა ჩიქობავა, რომლის გადმოსვენებაც ჯერ ისევ ვერ ხერხდება.

კომენტარები