მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დაღუპული გუგა გაგნიძე ზესტაფონში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული გუგა გაგნიძე ზესტაფონში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

უკანასკნელ გზაზე ქართველი მეომარი თანაქალაქელებმა ტაშით გააცილეს.

მანამდე კი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა.

პუტინის ომის მორიგი მსხვერპლი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს.

40 წლის გუგა გაგნიძე უკრაიანაში, ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა.

ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას 24 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები