მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გმირულად დაღუპულ მებრძოლს ახლობლები, მეგობრები, საზოგადოების წარმომადგელები დაემშვიდობენ. ოჯახს მიუსამძიმრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

45 წლის სამხედრო ბახმუტის მისადგომებთან, ბრძოლის დროს დაიღუპა. სნაიპერის ტყვიამ მიხეილ თევდორაძესთან ერთად სერგო ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დაღუპული სამხედროს ოჯახის თქმით, მიხეილ თევდორაძე რამდენიმე თვე უკრაინაში ისე იბრძოდა, რომ ოჯახს გერმანიაში ეგონა, ბოლოს კი ახლობლებს უთხრა, რომ იბრძოდა უკრაინაში, საქართველოს მტრის – რუსეთის დასამარცხებლად.

უკრაინაში პუტინის ომს 24 თებერვლიდან 36 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ბახმუტთან დაღუპული 6 მებრძოლი აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ გადმოასვენეს.

კომენტარები