მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ფარცხანაყანევში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ფარცხანაყანევში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში გადაასვენეს.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში გვიან ღამით ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სამოქალაქო აქტივისტები და ახლობლები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.

მიხეილ თევდორაძეს მშობლიურ სოფელში სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ქართველი მებრძოლი ქალაქ ბახმუტთან დაიღუპა. მისი დის ინფორმაციით, მებრძოლებს ტყვია-წამალი გამოელიათ, რომელიც ადგილზე თევდორაძემ მიიტანა, რა დროსაც მას სნაიპერმა ესროლა.

კომენტარები