მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დაღუპულ მიხეილ თევდორაძეს ფარცხანაყანევში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ მიხეილ თევდორაძეს ფარცხანაყანევში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს მიხეილ თევდორაძეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

45 წლის სამხედრო ბახმუტის მისადგომებთან, ბრძოლის დროს დაიღუპა. სნაიპერის ტყვიამ მიხეილ თევდორაძესთან ერთად სერგო ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დაღუპული სამხედროს ოჯახის თქმით, მიხეილ თევდორაძე რამდენიმე თვე უკრაინაში ისე იბრძოდა, რომ ოჯახს გერმანიაში ეგონა, ბოლოს კი ახლობლებს უთხრა, რომ იბრძოდა უკრაინაში, საქართველოს მტრის რუსეთი დასამარცხებლად.

უკრაინაში პუტინის ომს 24 თებერვლიდან 36 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ბახმუტთან დაღუპული 6 მებრძოლი აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ გადმოასვენეს.

კომენტარები