მთავარიახალი ამბებისლაიდი

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს ტყიბულში დღეს დაკრძალავენ.

მისი ცხედარი საკუთარი სახლიდან წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ოჯახი სამძიმარს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული ადამიანებისგან იღებს.

დავით გობეჯიშვილი ირპინში, სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.

მისი ცხედარი ვარშავიდან სამშობლოში 31 მარტს, გამთენიას გადმოასვენეს. აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

 

კომენტარები