მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია

უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია

უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია.

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვთან მომხდარ დაბომბვას დავით მენაბდიშვილის და ნიკოლოზ შანავას სიცოცხლე ემსხვერპლა.

დავით მენაბდიშვილი პროფესიონალი სამხედრო იყო და მუხროვანის ბატალიონში მსახურობდა.

უკრაინაში ამ დრომდე იბრძვის ნიკოლოზ შანავას ძმა, მამა კი აფხაზეთის ომის მონაწილეა.

უკრაინაში საომარ მოქმედებებს 6 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან სამშობლოში სამი ჩამოასვენეს, მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კომენტარები