მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გარდაცვლილი არიან დანიელ გერლიანი და კირილ შანავა.

23 წლის დანიელ გერლიანის ოჯახი აფხაზეთიდანაა დევნილი. ისინი უკრაინაში წლებია, ცხოვრობენ. გარდაცვლილი სამხედროს მამა ახლაც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.

დანიელ გერლიანი რამდენიმე დღის წინ დაიღუპა და მას დღეს კიევში დაკრძალავენ.

რაც შეეხება კირილ შანავას, ნათესავების ინფორმაციით, ის ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში წინა ხაზზე იბრძოდა, სადაც დაბომბვაში მოყვა.

უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაღუპულ კიდევ ერთ ქართველი მებრძოლის გიორგი გრიგოლიას ცხედარს საქართველოში 10 ივნისს, გამთენიას ჩამოასვენებენ და აბაშაში, დედის გვერდით დაკრძალავენ.

24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 15 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

კომენტარები