მთავარიახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი – რუს სამხედროებს მარტის ხელფასები არ აუღიათ და გაბრაზებული არიან

უკრაინის გენშტაბი – რუს სამხედროებს მარტის ხელფასები არ აუღიათ და გაბრაზებული არიან

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას, ასევე სხვადასხვა ქალაქებში ცდილობს უკრაინული პოზიციების გარღვევას.
უწყების პრესსპიკერი საუბრობს იმ პრობლემებზეც, რომელიც ოკუპანტის არმის შეექმნა, მათ შორისაა უხელაფასობა.

“ომის 58-ე დღეს რუსეთის ფედერაცია ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს აგრძელებს. ამ დრომდე ინტენსიურად ბომბავს სამოქალაქო და სამხედრო მნიშვნელობის კრიტიკულ ობიექტებს. სლობოჟანის მიმართულებით მტერმა შვიდი სამხედრო შენაერთი განათავსა და ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას ახორციელებს. 25 რაზმი ჰყავს ჩაყენებული იზიუმის მისადგომებთან და უკრაინული პოზიციების გარღვევას ცდილობს.

დონეცკის მიმართულებით მტერმა ინტენსიური იერიშები მიიტანა დასახლებულ პუნქტზე, ამასთან ცდილობს რუბეჟნოეს დაესხას. იგივე მდგომარეობა არის პოპასნაშიც.

მტერი ასევე აგრძელებს შეტევებს მარინკას მისადგომებთან. ტუბალიუბივკასთან განცდილი მარცხის გამო, მტერი იძულებული გახდა დაკავებული პოზიციები დაეტოვებინათ.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წარმოებული საომარი მოქმედებების გამო მტერმა სერიოზული დანაკლისი მიღო.

ამასთან, რუს სამხედროებს მარტის თვის ხელფასები ჯერ არ აუღიათ, რის გამოც სამხედრო ნაწილში ჯარისკაცები გაბრაზებული არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მტერი აგრძელებს ძარცვას და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებას, ასევე არ ატარებენ ჰუმანიტარულ ტვირთს”, – აცხადებს უკრაინის გენშტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ შტუპუნი.

კომენტარები