მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით”

“უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით”

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამერიკაში წასვლის მსურველ ქართველებს ურჩევს, აშშ-ში კანონიერად წავიდნენ.

მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ვიზების გაცემა შეჩერებული იყო, თუმცა ის უკვე აღდგა.

კელი დეგნანი ასევე მექსიკის გავლით ამერიკაში მოხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ არალეგალურად ამერიკაში მოხვედრას არავის ურჩევს.

“უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით. ეს არის ძალიან საშიში და ამავდროულად არაკანონიერი. ამასთანავე, ეს გართმევთ შანსს მეორედ ჩაბრძანდეთ ამერიკაში უკვე ლეგელურად. როდესაც ასეთი გზით შედიხართ აშშ-ში ითვლება, რომ იმყოფებით არალეგალურად და ხშირ შემთხვევაში ხდება დეპორტაცია.

რაც შეეხება ვიზის საკითხს, ის პანდემიის გამო იყო შეჩერებული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესის წარმოამდგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აიღონ ვიზა და გაემგზავრონ. უბრალოდ ამისთვის მნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა და ადრე საბუთების შემოტანა. ვიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა “ქუთაისი პოსტის” სტუდიაში.

კომენტარები