მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული, 33 ლარზე ამხელა მანქანაზე არავინ მუშაობს”

“უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული, 33 ლარზე ამხელა მანქანაზე არავინ მუშაობს”

რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასსა და არანორმირებულ სამუშაო საათებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, სამუშაოზე არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმებიც.

ჩინური კომპანიის 14 მძღოლი უკვე მეორე დღეა, გაფიცულია და პროტესტის შეწყვეტას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.

ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა – ეს არის აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები. გარდა ამისა, დასაქმებულები ამბობენ, რომ დღისა და ღამის განმავლობაში სამუშაოს ერთნაირად უნაზღაურებენ და ორივე მათგანს დღეში 33 ლარს უხდიან.

“აუცილებლად 8-საათიანი სამუშაო პირობები გვინდა და 50 ლარი. 33 ლარი გვაქვს 9-საათიან სამუშაოზე ამ წუთში. ვითხოვთ 8-საათიან სამუშაოს. 12-ტონიანი მანქანით დაგვაქვს 50-60 ტონა. უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული. ძალიან რთულ მონაკვეთზე ვმუშაობთ, არის მეწყრული ზონები, როცა დაგვიძახებენ უპრობლემოდ მოვდივართ, რომ არ გაჩერდეს მგზავრობა და გზა არ დაიკეტოს. ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის, პრობლემას ქმნის თვითონ კომპანია, 33 ლარზე ამხელა მანქანაზე არავინ მუშაობს”, – აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული.

მათი თქმით, ზედამხედველებმა გაფიცვის შესახებ იციან და კომპანიის მენეჯმენტს უნდა შეატყობინონ. გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ სამუშაოს მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუბრუნდებიან.

კომენტარები