მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ფასების ზრდა მინიმუმ თებერვლამდე გაგრძელდება

ფასების ზრდა მინიმუმ თებერვლამდე გაგრძელდება

მიგრაციის ტალღა გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, დაწოლას ახდენს ფასებზე, როდესაც საუბარია, რომ ბინის ქირა გაიზარდა, რადგანაც მოთხოვნა იყო, ამან უკვე 1-1,5 %-ით ინფლაციაზე იმოქმედა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელიც ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელს რუსეთიდან და ბელარუსიიდან “ტურისტების” ნაკადის შემოსვლას უკავშირებს.

სებ-ის პრეზიდენტი დამაიმედებელ პროგნოზს არ იძლევა და თებერვლამდე ინფლაციის მაჩვენებლის 11%-მდე შენარჩუნებაზე საუბრობს.

“რუსეთიდან მიგრაციის პირველი ტალღა, ასევე ბელარუსიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ უკვე მიგრაციის ახალი ტალღა – რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ბინის ქირა გაიზარდა, რადგანაც მოთხოვნა იყო, ამან უკვე 1 -1,5 %-ით ინფლაციაზე იმოქმედა.

წლის ბოლომდე, იანვრის ჩათვლით წლიური ინფლაცია დაახლოებით იმ დონეზე იქნება, რაც ახლა არის – 10 -11 % -ს ფარგლებში. ინფლაციის მნიშვნელოვან შემცირებას ჩვენ თებერვლიდან ველოდებით, შემდეგ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან შემცირებებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ამ ფონზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეკონომიკის ზრდის შესახებ საუბრობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10%, ხოლო 2024 წელს 4%-ით გაიზრდება.

“ტურიზმიდან და მიგრანტებიდან შემოსავლები გაიზარდა. ამის ფონზე მაღალია საგარეო მოთხოვნა. ამავე დროს შიდა მოთხოვნაც საკმაოდ ძლიერია. ვიზიტორების გაზრდილმა შემოდინებამ განთავსებისა და კვების სექტორზე მოთხოვნა გაზარდა და ამან მთლიანობაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ეს ყველაფერი უკვე გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდა წელს 10% იქნება. დღევანდელი გადმოსახედიდან, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4% იქნება, ხოლო 2024 წლიდან უფრო მაღალი ტემპით ზრდა არის მოსალოდნელი დაახლოებით 5-5.5%-ის ფარგლებში“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები