ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტის კაბინების ნაწილში განცხადებებია გაკრული, სადაც ფეხმძიმე ქალს ლიფტში შესვლას უკრძალავენ.
აღნიშნულ განცხადებას საზოგადოებაში უკმაყოფილება მოჰყვა და ამბობენ, რომ მაღალ სართულზე ასვლისთვის, სწორედ ფეხმძიმეს სჭირდება გადაადგილების გამარტივებული საშუალება.
“ხალხი მარსზე გაფრინდა და ჩვენ ფეხმძიმეებს ლიფტში შესვლას ვუკრძალავთ. თუ საშიშია ეს ლიფტი გვითხრან, სხვებმა და დავაშავეთ, თუ არა, მაშინ ორსულებს რატომ უკრძალავენ? ეს ლიფტი რიკოთს დაემსგავსა, მშვიდობიანად გახვალ თუ არა ბოლოში არ იცი. ლიფტია თუ ბედის ბორბალი”, – აცხადებს ადგილობრივი მაყვალა მაისურაძე.
კომენტარები