მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ფულადი წახალისება ბუსტერ დოზაზეც იქნება

ფულადი წახალისება ბუსტერ დოზაზეც იქნება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გამოდის ინიციატივით, ფულადი წახალისება ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაშიც იყოს.

მისი თქმით, საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე ფინანსთა მინისტრთან განიხილა.

“ვემხრობი ფულად წახალისებას და დღეს დავაყენე ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ იყოს ბუსტერზე, თუ შესაძლებელია, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ბუსტერიზაციას სერიოზულად გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს ომიკრონის ტალღის სიმძაფრეს. ფულადი წახალისება ჩემი ასაკის ადამიანებზე იქნება, მაგრამ მე ბუსტერი გაკეთებული მაქვს უკვე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 200-ლარიანმა ფულადმა წახალისებამ იმუშავა.

იანვრის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში 50+ ასაკის ადამიანები 200 ლარს მიიღებენ.

კომენტარები