მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქალბატონმა თეამ ნახა ეს კვალი, შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია, გამოსწორება”

“ქალბატონმა თეამ ნახა ეს კვალი, შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია, გამოსწორება”

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ კულტურის მინისტრმა ბაგრატის ტაძარში წყლის ჟონვასთან დაკავშირებით იცის.

“ქალბატონი თეა ბრძანდებოდა, ნახა ეს კვალი, ჩვენც ვხედავთ და კიდევ კარგი, რომ ფრესკები არ არის. ეს საკითხი დაისვა, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებსა და რესტავრატორებს, მხოლოდ ისინი დაიშვებიან მომავალში. შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია, გამოსწორება შეცდომის”,- აცხადებს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი.

სპეციალისტების თქმით, ისტორიულ ძეგლში უკვე 7 თვეზე მეტია წყალი ჩადის და ხელისუფლებას ამ ფაქტზე რეაგირება არ აქვს.

ადგილობრივი აქტივისტების თქმით, ტაძარში წყალი სულ მცირე 10 ადგილიდან ჟონავს, სველია ფასადის ქვა და შიდა კედლები, რიგ შემთხვევაში, წყლის გაჟონვა ფუნდამენტსაც აღწევს.

სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ რადგან ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები ყოფილი ხელისუფლების დროს ჩატარდა, ახლა თეა წულუკიანი ამ ფაქტს გელათის კომპლექსში წარმოებული არასწორი სამუშაოების გადასაფარად იყენებს.

კომენტარები