ქალთა ფონდი “სოხუმი“ 8 მარტს, 15:00-16.00 საათზე, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ, ქალთა სოლიდარობის აქციას გამართავს.
აქცია საქართველოში ქალთა მოძრაობის მარშს უერთდება.
ქალთა ფონდ “სოხუმის“ კოორდინაციით დაგეგმილი მდუმარე აქციის მიზანია ორგანიზაციის აქტივისტების, ბენეფიციარების, პარტნიორების მობილიზება, რათა თვალსაჩინო გახდეს საერთო პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან მიმართებით, რომელიც გაცხადებულია კონსტიტუციაში.
კომენტარები