მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა ფონდმა “სოხუმმა“ უკრაინელ ლტოლვილებს უმასპინძლა

ქალთა ფონდმა “სოხუმმა“ უკრაინელ ლტოლვილებს უმასპინძლა

“სტრესთან ბრძოლის რესურსული მდგომარეობის ძიება“ ეს არის პირველი, პრეცედენტული ტრენინგის თემა ქუთაისში, რომელიც უკრაინელმა ფსიქოლოგებმა – მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ, ქალთა ფონდი “სოხუმის“ ორგანიზებით ჩაატარეს.

ტრენინგში მონაწილე 10 უკრაინელმა ქალმა მიიღო ინფორმაცია შემდეგ თემებზე: რა არის სტრესი და როგორ ვლინდება ის.
ტრენერებმა მონაწილებისთვის სტრესის აღმოსაჩენად და ინდივიდუალური რესურსის მოსაძებნად პრაქტიკული სავარჯიშოები ჩაატარეს, რის შემდეგაც, საგრძნობლად შეიცვალა მათი ემოციები უკეთესობისკენ.

მონაწილეების შეფასებით, ტრენინგი მშობლიურ ენაზე კომუნიკაციით, სწორად არჩეული თემებით და ერთმანეთთან როლური თამაშების თერაპიით, ქალთა ფონდ “სოხუმის” საუკეთესო ინიციატივაა მათი რეალურად გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის.

“არაფერი ისე არ გვაბედნიერებს, როგორც ფონდი “სოხუმის” ოფისში მოსვლა და თქვენი თანადგომის მიღება. თქვენ ნამდვილად იცით, როგორ მოუაროთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი სამშობლოს და სახლის დატოვება აიძულეს. გვინდა, მსგავსი შეხვედრები და სწავლება, უფრო ინტენსიური იყოს ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენი სტრესის მიზეზი და შედეგია“ – განაცხადა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კომენტარები