მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა ფონდმა “სოხუმმა” 1 ივნისი წალენჯიხელ ბავშვებს მიულოცა

ქალთა ფონდმა “სოხუმმა” 1 ივნისი წალენჯიხელ ბავშვებს მიულოცა

ქალთა ფონდმა “სოხუმმა” 1 ივნისი წალენჯიხელ ბავშვებს მიულოცა.

“ქალთა ფონდ “სოხუმის” ფორუმ თეატრის და თოჯინების თეატრის ახალგაზდული დასის სტუმრობა წალენჯიხის კულტურის ცენტრისთვის უკვე ტრადიციად იქცა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სავსე დარბაზი ელოდა “სოხუმელების“ საქველმოქმედო წარმოდგენებს, სადაც მშობლებიც და შვილებიც ერთნაირი ემოციით აფასებდნენ ქალთა ფონდ “სოხუმის“ თეატრალურ შემოქმედებას.

ინიციატივა, რომელიც 1 ივნისს განხორციელდა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის და ქალთა ფონდ “სოხუმის“ ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული მაგალითია, რომელიც უკვე ტრადიციის სახეს იღებს”, – აცხადებენ ქალთა ფონდში.

კომენტარები