მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქართული ოცნება” კლავს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სიყვარულისთვის, კლავს ევროპული არჩევანისთვის”

“ქართული ოცნება” კლავს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სიყვარულისთვის, კლავს ევროპული არჩევანისთვის”

პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი კილაძე ეხმაურება.

მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება კანონის უხეში დარღვევაა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ სააკაშვილი სიკვდილისთვის გაიმეტა.

“გუშინდელი ქმედებით კიდევ ერთხელ გვანახა “ქართულმა ოცნებამ” თავისი რეალური სახე, “ოცნება” კლავს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს და ქართველი ხალხის სიყვარულისთვის, კლავს ევროპული არჩევანისთვის, მძიმე საყურებელია დაუძლურებული და სუსტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანის, რომელიც პრეზიდენტობის პერიოდში შეუჩერებლად ჰქმნიდა თანამედროვე საქართველოს. პაციენტის ნებართვის გარეშე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს თუ როგორ კანონის უხეში დარღვევით მოქმედებენ ოლიგარქის ქვეშერმდომები.

“ოცნება” და ოლიგარქი ვერ მიხვდა ჯერ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ კეთილდღეობაზე წინ შეიძლება საქართველოს კეთილდღეობას აყენებდნენ”, – განაცხადა გიორგი კილაძემ “ინფო იმერეთთან” საუბრისას.

კომენტარები