მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებად გვაჩეჩებენ სუს-ის და კუდ-ის ყოფილ აგენტებს”

“ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებად გვაჩეჩებენ სუს-ის და კუდ-ის ყოფილ აგენტებს”

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ხატია დეკანოიძემ ქარელში „მთავარი არხის“ ოპერატორის დაშავებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გუშინ მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთი დასტურია, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა.

“პირველ რიგში, ჩემი სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს, ვინც ნამდვილად ამ ფრონტის წინა ხაზზეა და “ქართული ოცნების“ უსასტიკეს დამოკიდებულებას ებრძვის. ადამიანი, ჟურნალისტი, ოპერატორი პირდაპირ გადააგდეს მეორე სართულიდან და შემდეგ უტიფრად ამბობდნენ და მდინარაძე იმეორებდა, რომ არა, თვითონ გადავარდაო, როდესაც ყველამ ვნახეთ, რომ ჯაჯგურს ჰქონდა ადგილი. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, როგორ ექცევიან მედიას და ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ზოგადად, როგორია ხელისუფლების განწყობა, რომ ყველანაირი ხერხით სურს ძალაუფლების შენარჩუნება, მათ შორის სუს-ის აგენტებზე კითხვები არ მოსწონთ.

ახლა იგივე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებად გვთავაზობენ და გვაჩეჩებენ სუს-ის და კუდ-ის ყოფილ აგენტებს. ამიტომ, ეს აგრესია და პოლიტიკურ აფექტში ჩავარდნა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები